ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკური, ფოლკლორული და საესტრადო ნაწარმოებები. საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.