ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გასული წლის დეკემბრის თვეში ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას 18 000 კვადრატული მეტრი თუნუქის სახურავი გადაეცა, ხოლო სოციალურად დაუცველ დაზარალებულ 20 ოჯახს სახლის გადახურვის სამუშაოებიც დაუფინანსდება.  

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 180 468 ლარი გამოეყო.   ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე ოჯახი პირადად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.