ორშაბათს, სამ ნოემბერს, რიიგიკოგუ პენსიონერებისთვის ერთჯერადი დანამატის გადახდის შესახებ ესტონეთის ცენტრისტული პარტიის წინადადებას განიხილავდა.

რიიგიკოგუსთვის პენსიონერებისთვის ერთჯერადი დანამატის შესახებ წინადადების წარდგენისას ცენტრისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაური ლაატსმა აღნიშნა, რომ ესტონეთში საშუალო პენსია 817 ევროს უტოლდება და პენსიონერთა დაახლოებით 48%-ის შემოსავალი თვეში 800 ევროზე ნაკლებია.

საშუალო სტატისტიკური ესტონელი მუშაკის პენსიაზე გასვლის დროს მისი შემოსავალი ორ მესამედზე მეტით მცირდება. ამავდროულად, ევროკავშირში საშუალო ჩანაცვლების მაჩვენებელი დაახლოებით 60-70%-ია (ჩანაცვლების კოეფიციენტი ანუ ნომინალური პენსიის ფარდობა საშუალო ხელფასთან, საქართველოში 18%-ზე ნაკლებია - „აიპრესი“) ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ევროსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ესტონეთში 65 წელს გადაცილებულ პირებში სიღარიბე ან სოციალური გარიყულობა თითქმის 40%-ია, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 15-20%-ს შორისაა., განაცხადა ლაური ლატსმა და რიიგიკოს ცენტრისტული პარტიის ფრაქციის მიერ შეტანილი წინადადების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რიიგიკოგუმ ცენტრისტული პარტიის ფრაქციის წინადადებას, წელიწადში ერთხელ 100 ევროს ოდენობის ერთჯერადი საპენსიო დანამატის გადახდის შესახებ., მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, რიიგიკოგუს 101 დეპუტატიდან 52 მმართველ კოალიციაში შეამავალი პარტიებს - „რეფორმების პარტია“ და „ესტონეთი 200“ - წარმოადგენენ. ბოლო გამოკითხვის თანახმად, „რეფორმების პარტიას“ ამომრჩეველთა 10,6% უჭერს მხარს, „ესტონეთი 200“-ს კი 2,1%. ამ პარტიების მხარდამჭერთა კლების პარალელურად, „ესტონეთის ცენტრისტული პარტიის“ და „ისამაას“ მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია შესაბამისად, 2,1%-ით და 1,5%-ით. პირველს ამჟამად ამომრჩეველთა 21,7% უჭერს მხარს, მეორეს კი 29%.

ლაური ლაატსი რიიგიკოგუში ესტონეთი საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და იგი თანამდებობიდან სასწრაფო წესით მას შემდეგ გადააყენეს, რაც მან საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიმართ კრიტიკული განცხადებით გამოსულ კონსერვატიულ-სახალხო პარტიის ფრაქციის წევრს, ვარო ვოოგლაიდს თანადგომა გამოუცხადა.