მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ-სპეციალისტებმა გაუწიეს.

რადიოლოგის, მამოლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაციები კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“  ჩატარდა.

სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის  „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებითა და  კლინიკის „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით გაიმართა.