გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების ორ შტატში გუბერნატორის, ხოლო ნიუ-იორკში მერის არჩევნები ჩატარდა.
ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის გუბერნატორის და ნიუ-იორკის მერის არჩევნები ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტობის შემდეგ გასული პერიოდისადმი ამერიკელი ამომრჩევლის დამოკიდებულების და მომავალი წლის შუალედური არჩევნებში გამარჯვების შანსების შეფასების ერთგვარ ბარომეტრად განიხილებოდა. არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველი ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს აქცევს ზურგს,
ვირჯინიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატმა ებიგეილ სპანბერგერმა გაიმარჯვა. მას ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ 57,4% აქვს მიღებული. რესპუბლიკელების კანდიდატმა უინსონ ერლ-სირსმა 42,3% მიიღო.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორის არჩევნები დემოკრატმა მიკი შერილმა მოიგო. ხმების 95%-ის დათვლის შედმეგ მას 56,4% აქვს, რესპუბლიკელ ჯეკ ჩიატარელის კი 43,2%.
გუბერნატორების არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატი ლიდერები ზომიერი მიდგომა პარტიის აღორძინების მომხრეები არიან. საარჩევნო კამპანიის დროს ისინი ძირითადად ყურადღებას ამახვილებდნენ საკვების, ენერგეტიკის და ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე, რომელთა კონტროლიც ტრამპს უჭირს.
ეკონომიკურ საკითხებში ცენტრისტული პოზიციის დაკავების გარდა, სპანბერგერმა და შერილმა შეამცირეს დემოკრატების მიერ წინა წლებში პროგრესულ პრიორიტეტულად მიჩნეული ზოგიერთი იდეისადმი, მათ შორის ლგბტქ უფლებების მხარდაჭერა და ტრამპის მიერ ამერიკულ ინსტიტუტებზე თავდასხმების მიმართ წინააღმდეგობა. სპანბერგერი საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის სახელს იშვიათად ახსენებდა.
ორივე დემოკრატი კანდიდატი საშუალო კლასისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.
სპანბერგერი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტია, რომელიც საზღვარგარეთ ფარულად მუშაობდა, ხოლო შერილი, სანამ კონგრესის წევრი გახდებოდა, ათი წლის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების ვერტმფრენის პილოტად მსახურობდა. ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლების დროს ორივე მათგანი, ესპუბლიკელების თავდასხმების საპასუხოდ, რომ დემოკრატები დანაშაულის მიმართ რბილად მოქმედებენ, ხაზგასმით საუბრობდა თავის წარსულ საქმიანობაზე.
რესპუბლიკელების და პირადდა დონალდ ტრამპისთვის მათ გამარჯვებაზე კიდევ უფრო დიდი დარტყმა აღმოჩნდა ნიუ-იორკის მერი არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვება.
განსხვავებით ვირჯინიისა და ნიუ-ჯერსის შტატებისა, სადაც ზომიერმა დემოკრატებმა გაიმარჯვეს, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში დემოკრატების სოციალისტურ იდეების მატარებელმა ზოჰრან რამდანიმ გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ტრამპი შეეცადა დამარცხებული კანდიდატებისგან დისტანცირებას.
ტრამპი საარჩევნო ბიულეტენში არ იყო. მთავრობის მუშაობა შეჩერებულია. ეს არის ის ორი მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკელებმა დღეს საღამოს არჩევნები წააგეს, - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში.




