ამის შესახებ ჩეხეთის საინფორმაციო საგენტოები იუწყებიან.
წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ტომიო ოკამურამ, ხუთშაბათს თანამდებობაზე წინამორბედი, მარკეტა პეკაროვა-ადამოვა შეცვალა. თანამდებობის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პარლამენტის ქვედა პალატიდან უკრაინის დროშის მოხსნა იყო. უკრაინის დროშა პალატის შესასვლელთან 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაკიდეს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად.
„ჩემი ბრძანებით ჩეხეთის პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და ამას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა“, - განუცხადა ოკამურამ საინფორმაციო სააგენტო idnes-ს.
აღსანიშნავია, რომ დროშის ჩამოხსნის დროს კიბე თავად სპიკერს ეკავა.




