„ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის. მე მართალი გითხრათ, კარგად ვერ გავიგე ვერც ლოგიკა, ვერც ფილოსოფია ამ განცხადებების უკან და სჯობს მას ვკითხოთ რას გულისხმობს,“- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, სადაც “ ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღმოჩნდა, მოქმედებს არა ეს კანონი რაზედაც არის ახლა მთავარი აქცენტი, არამედ სხვა კანონი, რომელიც ასევე იდენტური იხილება პარლამენტში, რომელიც არის პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრი. როგორც თავიდან ვიცოდით რასაც ვიგებთ, თავიდან სწორედ პირველი მსუბუქი ვარიანტი დაინიცირდა. ამერიკული კანონი ამერიკული არ არის რას ნიშნავს მე არ მესმის, ქართული კანონი ქართული არ არის ესეც არ ვიცი რას ნიშნავს. მე აქამდე ვიცოდი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს პროექტი შექმნა და დააინიცირა- ბატონი სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, ქალბატონი ეკა სეფაშვილი და სხვები, ვიცოდი რომ ქართველები არიან, მგონი სწორად მგონია.
დღეს გვეუბნებიან რომ მარტო ესენი კი არა, თქვენ ყველანი რუსები ხართ, ამ დროს რუსულად გამარჯობა როდის ვთქვით აღარც გვახსოვს, ჩვენი შორეული ბავშვობის ნაწილია ეს ყველაფერი. არც მათზე ნაკლები დასავლური განათლება გვაქვს რომელიმეზე და მგონია რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილებმა, ქართველებმა, პროქართველებმა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც პროქართველობას არ გვპატიობს, რაღაცები ჩვენც ვიცით, რაღაცები ჩვენც გვსმენია. ამიტომ უნდა დავიჯეროთ ალბათ მთელმა ქვეყანამ ჩვენივე ძალების, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია. რა თქმა უნდა სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ვკითხოთ აზრი, როგორც აქამდე ვაკეთებდით და ვიყოთ თანამშრომლობაში, ოკუპანტი ოკუპანტია და დეოკუპაციისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, როგორც ამას ვაკეთებდით, მაგრამ ეს აღრევა ყველაფრის ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ ჩვენ არ მოვწონვართ ვიღაცას, როგორც მაგალითად ხანდახან დედამთილს არ მოსწონს რძალი და რა ქნას ახლა ამ რძალმა, გამოაცხო ერთი ხაჭაპური, ორი ხაჭაპური, მაინც არ მოსწონს.“- განაცხადა თეა წულუკიანმა