4 თებერვალს  საქართველოს  სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა  რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას. - ინფორმაცია სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.