უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი  საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს „სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადებას თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასოდეს შეძლებს ფეხბურთის თამაშს — რუსეთმა მოკლა ისინი.

და ის აგრძელებს კიდევ უფრო მეტი ადამიანის მკვლელობას, მაშინ როცა მორალური დეგენერატები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის დასრულება, აკრძალვების მოხსნას გვთავაზობენ  

მომავალი თაობები ამას შეაფასებენ სირცხვილად, რომელიც გვახსენებს 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებს", - წერს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.