„ფრანს პრესის“ ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გაჰკვირვებია რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, კერძოდ კი მის ენერგეტიკულ ობიექტებზე.
კეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ მან დღეს დილით რუსეთის დარტყმები განიხილა პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეჩერების პირობა დადო.
ლივიტის თქმით, პრეზიდენტს არ გაჰკვირებია ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმა.
ეს ორი ქვეყანა რამდენიმე წელია უკიდურესად სასტიკ ომს აწარმოებს. ომს, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეც რომ ყოფილიყო იმ დროს თანამდებობაზე. ეს დაიწყო წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო, - განაცხადა პრესმდივანმა.
უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვის დროს განაცხადა, რომ ის აშშ-ის პასუხს ელოდება, რადგან ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეჩერება დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა იყო.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას რეკორდული ბალისტიკური დარტყმებით უპასუხა. თუ მათი სიტყვა უკვე არ სრულდება, რას უნდა ველოდით შემდეგ?
„ისინი გამოუსწორებლები არიან. მათ სურთ ისარგებლონ სიცივით, რადგან არ შეუძლიათ ჩვენი, უკრაინის დაპყრობა თავიანთი განუწყვეტელი შეტევებით. რუსეთის ომის იმედად ყოფნის გეგმებს მშვიდობიანი პასუხი უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.




