პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესით.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. მან ადრიენ კირალის დეტალურად ესაუბრა 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით.