ერთი უბედურებაა, რაც დაემართათ კვარაცხელიებს და მეორე არის, რომ ასეთი ბრალდება წაუყენო ადამიანს, რომელიც არ არის დამნაშავე, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ პროკურატურის განცხადების გავრცელების შემდეგ განაცხადა.

ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ბუსამ არ იცოდა ეს ამბავი. ერთი უბედურებაა, რაც დაემართათ კვარაცხელიებს და მეორე არის, რომ ასეთი ბრალდება წაუყენო ადამიანს, რომელიც არ არის დამნაშავე. არაფერი არ ვიცი ჯერ, იმიტომ, რომ არც საქმის მასალები გვაქვს და არაფერი. კაკულიებთან რომ გვქონდა ურთიერთობა, ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, ჩვენებებშიც აქვს მას ნათქვამი ეს და იმის იქით რა ხდება, ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს ნინო ქადაგიძე.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. შეკვეთით მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება