საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს, რეგიონის ლიდერად რჩება და უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას
Georgia reaffirms its leadership by anti-corruption credentials on @anticorruption's Corruption Perception Index 2023, surpassing 6 EU member states, 9 NATO members and all EU candidate countries. A significant testament to Georgia's commitment to transparency and integrity. pic.twitter.com/5qXXmaPTx2
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 30, 2024