"ნაცმოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზა უხვი ნალექის დროს პრობლემატური ადგილია, თუმცა მერია ამას ყურადღებას არ აქცევს.
"იმის ნაცვლად, რომ დღეს აქ იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომელსაც მერია დაიქირავებდა ან მოიწვევდა, ხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტ რეჟიმში მოედინება ეს მდინარე და თბილისელებს არ აქვთ დღემდე ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა ან პატარა წვიმის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. ეს არ არის ერთადერთი ლოკაცია, მთელი თბილისის მასშტაბით წლიდან წლამდე მდგომარეობა უმჯობესდებოდეს, იმის ნაცვლად, რომ ემატებოდეს სანიაღვრე სისტემები, არსებულის გაწმენდა ხდებოდეს, ამის ნაცვლად კეთდება სრულიად საპირისპირო. ხდება ამ სანიაღვრეების დაბეტონება, მდინარის კალაპოტების სამშენებლო მასალით ამოვსება. შემდეგ როცა აღმოვჩნდებით ხოლმე კატასტროფის წინაშე ბოტებს ჩაიცვამენ და ეს ჰგონიათ საქმე კეთება, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.