"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მთავარი ამოცანაა თანამოაზრეების გაფართოება, რომლებიც წინასაარჩევნო და მის შემდგომ ბრძოლაში ჩაებმებიან.  

"ევროპული საქართველოს" ამოცანაა, რომ ახლა გავაფართოოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც პოლიტიკური რწმენა ექნება ჩვენი ძალის. ვინც მზად იქნება საარჩევნო ბრძოლისთვის და არჩევნების შემდეგაც საპროტესტო ბრძოლისთვის თუ საჭირო იქნება რომ წამოგყვეს. როცა სწორი მომენტი დადგენა, მაშინ შევაფასოთ, როგორია ჩვენი ძალები და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ფასეულობებით ახლოს არიან ჩვენთან, ვიფიქროთ შესაძლო თანამშრომლობაზე".-  განაცხადა გიგა ბოკერიამ

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ განიხილება როგორც შესაძლო პარტნიორი.