ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საინფორმაციო საგენტოები ავრცელებენ
შეერთებული შტატების მედია იტყობინება, რომ ამით კოლუმბიის უნივერსიტეტის პროპალესტინური დემონსტრაციების მონაწილე სტუდენტები მთავარ კორპუსში, Hamilton Hall-ში შეიჭრნენ, კორპუსში, რომელიც 1968 წელს ასევე ჰქონდათ დაკავებული ვიეტნამის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს.
პროპალესტინური დემონსტრაციები თითქმის ორი კვირაა გრძელდება. სტუდენტთა მთავარი მოთხოვნაა იმ პროექტებზე უარის თქმა, რომლებსაც უნივერსიტეტი ისრაელთან კავშირის მქონე და ღაზაში ომით მოგების მიმღებ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. უნივერსიტეტის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სტუდენტებთან ოთხშაბათიდან. მათ სტუდენტებს დისკუსიების დროს უნივერსიტეტის ინვესტიციების გამჭვირვალობის გაზრდა და „სოციალურად პასუხისმგებლობიანი ინვესტიციებისთვის“ სტუდენტური წინადადებების უფრო სწრაფად განხილვა აღუთქვეს და საპროტესტო ბანაკის მოშლა მოსთხოვეს.
დაწესებული ვადაში საპროტესტო ბანაკის მოშლა არ მოხდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნით ადგილზე მისულმა პოლიციამ 30 სტუდენტი დააპატიმრა. დაუმორჩილებელმა სტუდენტებმა პოლიციელებს სხვადასხვა საგნები ესროლეს და მათი მანქანების ალყაში მოქცევა სცადეს. პოლიციამ დემონსტრანტთა მიერ დაკავებული ტერიტორია დაახლოებით 45 წუთში გაათავისუფლა, თუმცა სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის შენობის ფანჯრის და კარის მინები ჩაამსხვრია, შენობაში შეაღწია და იქ გამაგრდა.
ნიუ-იორკი პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ოფიციალური მოთხოვნის გარეშე პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში შესვლას და დემონსტრანტთაგან მის გათავისუფლებას.