შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე, ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, გარეუბან ენოში მოხდა.
დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დილით, ენოს გარეუბანში სახლს ფურგონი შეეჯახა. პოლიცია ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა და თვითმხილველთა ცნობით, ერთი მხრივ, რამდენიმე მოქალაქეს და პოლიციას და მეორე მხრივ ფურგონის მძღოლს შორის შელაპარაკების შემდეგ მძღოლმა მანქანიდან სამურაის ხმალი აიღო და გაქცევა სცადა.
ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ჩანს ქუჩაში, სახლებში შორის ხმლის ქნევით მორბენალი მამაკაცი და პოლიციელები და სასწრაფო დახმარების, რომლებიც მას მიჰყვებიან. რამდენიმე წუთის შემდეგ მამაკაცი ისევ ფურგონის სახლთან შეტაკების ადგილზე აღმოჩნდა, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა, მაგრამ ჩიხში მოხვდა, მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით სცადა გაქცევა. საბოლოოდ პოლიციამ მამაკაცი ელექტროშოკერით გათიშა და დააკავა.
ლონდონის პოლიციის ცნობით, 36 წლის მამაკაცმა 5 ადამიანს, მათ შორის 13 წლის ბავშვს და ორ პოლიციელს მიაყენა ჭრილობა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 13 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.