ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი არა პრეზიდენტის სიტყვები, არამედ ისაა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს იქ, სადაც მას ძალაუფლება აქვს.

მისი თქმით, სიტყვით კი არა, საქმით უნდა გვაჩვენოს პრეზიდენტმა, რომ ის ამ რეჟიმს უპირისპირდება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

„გასაგებია, რომ ამ რეჟიმის ფონზე ის გამოიყურება უკეთ, ეგ არ არის რთული და უფრო მეტიც, რომ ემთხვეოდეს მისი გზავნილებიდან ათიდან ცხრა საკითხი ჩემს პოზიციას, როდესაც ამის მერე ის იმ ინსტრუმენტს არ იყენებს, რომელიც ივანიშვილის კონტროლქვეშ არაა, ეს უკვე პოლიტიკური დიაგნოზია.

ამ რეჟიმს, რომ ერთი ადამიანური სახეც აქვს უფრო პროევროპული და მეორე ღიად პუტინისტური, არ არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ ეს რეჟიმი იქნეს შეცვლილი, ხოლო სანამ ეს მოხდება, მანამდე ეს ზიანი,  რაც საქართველოს ადგება ქვეყნის შიგნით და გარეთ, იქნეს შემცირებული, ხოლო პრეზიდენტს აქვს ამის ინსტრუმენტი, თუმცა არ იყენებს“ - თქვა გიგა ბოკერიამ