აქციის მონაწილეებმა ნიკოლაძის კოშკიდან მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ჯერ მერიის შენობის წინ, შემდეგ კი ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან შეჩერდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

„ჩემს თანამოქალაქეებთან ვარ, იმისათვის რომ გავაპროტესტო რუსული კანონი, გავაპროტერსტო „ქართული ოცნების“ ეს წამოწყევა, იმიტომ რომ არ მინდა, ერთ დღესაც გავიღვიძო და რუსეთში აღმოვჩნდე. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ევროპული მომავალი მინდა და არ მინდა მონობა, არ მინდა რუსეთი“,- ამბობს მარიამ ტყებუჩავა.