გუშინ რაც ხდებოდა პარლამენტში - ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პარლამენტის თავმჯდომარემ - წერს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
"გუშინ რაც ხდებოდა პარლამენტში - ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პარლამენტის თავმჯდომარემ! გუშინ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი დეპუტატების და მოქალაქეების მიმართ!
პარლამენტის თავმჯდომარეს თუ ეს არ ესმის - მისი გადადგომის საკითხი უნდა დადგეს დეპუტატების მხრიდან! ეს რა დღეში ჩააგდეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო?
პარლამენტის გაძლიერებას წლები შევალიეთ და უამრავი რესურსია ამაში დახარჯული , რომ ინსტიტუციური ნდობა გაჩენილიყო! რა აჩვენეთ სტუდენტებს ? მოქალაქეებს???
როგორ შეიძლება ამ საშინელი ძალადობის დაშვება, მიღება და რეაგირების გარეშე დატოვება ?!" - წერს ეკა ბესელია.