პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, რომელიც ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის დერეფნებში დაიწყო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით: „პუტინისტებო“, „მონებო“.
ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.
„ნიკოლოზ, არ გაქვს უფლება, ეს რუსული კანონი განიხილო“,- მიმართა გიორგი ვაშაძემ კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.