უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე განუზომელია.
,,უდიდესი დანაკლისი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. მისი ღვაწლი განუზომელია, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის წინაშე.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, მრევლს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ უმძიმეს დანაკლისს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში,” - აღნიშნულია სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.




