ასეთი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ვარშავაში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ვინც ფიქრობს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შეუძლიათ დაიცვან ევროპა თავიანთი ბირთვული ბომბებით, თავს იტყუებენ. ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ისინი შეძლებენ ჩაანაცვლონ შეერთებული შტატები, - თქვა პოლონეთში სტუმრად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

ბრიტანული და საფრანგეთის ბირთვული არსენალი გაცილებით მცირეა, ვიდრე ამერიკული, რომელიც მეტ-ნაკლებად ტოლფასია რუსული ბირთვული იარაღის. ფრანგები ბევრად უფრო მრავალმხრივი და დამოუკიდებელი არიან, ვიდრე ბრიტანელები. საფრანგეთი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ამერიკული ბირთვული იარაღი ერთი ერთზე, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ბირთვულ შეკავებას სხვა გზებით.

„საბოლოოდ, აშშ-ს ბირთვული ქოლგის ალტერნატივა არ არსებობს" და „ნუ მოიტყუებთ თავს. ჩვენი თავისუფლების ერთადერთი საიმედო გარანტი - შეერთებული შტატებია“, - განაცხადა მარკ რიუტემ.