კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 28 წლის თელაველი სამხედრო გარდაიცვალა. მამაკაცი  თვე-ნახევრის წინ მიღებული მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში ხელოვნურად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

მამაკაცს ტრავმების შედეგად დაუზიანდა თავის ტვინი. საზოგადოების ფინანსური დახმარებით, ცოტა ხნის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე,  17 თებერვალს მოხდა