საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს და ხვალ ქუთაისი სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს, ქუთაისის ღია პირველობას მასპინძლობს, სადაც ფოთელმა ლიზი კუპრავამ 66კგ წონით კატეგორიაში  პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ტურნირში 7 ქვეყნის 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებმა იასპარეზეს, ხვალ კი უმცროსი ასაკის მოზარდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ცნობისათვის, ლიზი კუპრავა ორგზის ევროპის პრიზიორია. ის საერთაშორისო ტურნირების შვიდგზის გამარჯვებული, საქართველოს სამგზის ჩემპიონი და საქართველოს ვიცე ჩემპიონია. ასევე B კატეგორიის მსაჯია კატასა და კუმიტეში.