კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობენ აშშ-ის, ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეთავაზება, რომელსაც ისინი განიხილავენ, ისრაელელი ტყვეების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლასა და ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითვალისწინებს.
ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს მოუწოდებს არ გააგრძელონ სამხედრო ოპერაცია ღაზის სამხრეთით, რაფაჰში, სადაც ახლა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი იმყოფება. გაეროში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ასეთ მჭიდრო დასახლებულ ადგილას „საშინელება“ იქნება და დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.