ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარზე განაცხადა, რომ მას ჰამასზე "უზარმაზარი ბერკეტი" აქვს და დოჰას როლი ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებებში საერთაშორისო მასშტაბით განიხილება.
"ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა მოვითხოვოთ კატარისგან, რომელიც ჰამასს მასპინძლობას - ისინი ჰამასის ლიდერებს იფარებენ, აფინანსებენ ჰამასს... ჩვენი დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მისაღწევად," - განუცხადა მან ბრიტანულ TalkTV-ს. "ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო აკვირდება კატარს."
კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ აშშ-მა ან სხვა მსოფლიო ძალებმა, ნეთანიაჰუმ აღნიშნა: "ეს არის ის, რაზედაც მათ პირდაპირ ვესაუბრები… არ მგონია, რომ ისინი [კატარი] პასიური შუამავლები არიან."