საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად, რომლებიც პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს ან ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს.
კონკურსი 3 ეტაპიანია: 1. განაცხადების გადარჩევა
2. ტესტირება
3. გასაუბრება
კონკურსში წარმატებული კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.
სტაჟირება ანაზღაურებადია.
სტაჟიორების ხელფასი 1390 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.
საკონკურსო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 10 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით.
შემდეგი საიტის მეშვეობით: https://vacancy.hr.gov.ge/
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროკურატურის ვებგვერდს - WWW.POG.GOV.GE









