რაფაჰი ჰამასის უკანასკნელი ბასტიონია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ამუშავებს დეტალურ გეგმას რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველსაყოფად.
მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რაფაჰში ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელს ერთი თვე აქვს. მისი თქმით, ოპერაცია რამადანის დადგომამდე უნდა დასრულდეს.