პარიზში დასრულდა საფრანგეთის ღია პირველობაზე კაცთა შორის ფინალური შეხვედრა

„როლან გაროსის“ ფინალში გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა იტალიელი ფლავიო კობოლი   დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული.

ალექსანდრ ზვერევი - ფლავიო კობოლი 6:1, 4:6, 6:4, 6:7(5:7), 6:1


ალექსანდრე ზვერევმა დიდი სლემის ტურნირებზე ფინალში დღემდე სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ დამარცხდა.

2020 წელს მას ამერიკის ღია პირველობის ფინალში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა სძლია  - 2:6, 4:6, 6:4, 6:3, 7:6(8:6), 2024 წელს „როლან გაროსზე“ ესპანელმა კარლოს ალკარასმა - 6:3, 2:6, 5:7, 6:1, 6:2, 2025 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე იტალიელმა სინერმა - 6:3, 7:6 (7:4), 6:3