ამის შესახებ ხორვატიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

გუშინ, 8 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 1 ივნისიდან ზაგრებში მცხოვრებ 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფლება ექნებათ.

ზაგრების სატრანსპორტო კომპანიამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ უფასო მგზავრობის უფლებას 160 000 მოქალაქე იღებს და უფასო ერთწლიანი კუპონის მისაღებად გარდამავალი პერიოდი დააწესა. 1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ვადაში 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეებს მგზავრობისას, საჭიროების შემთხვევაში, ასაკი პირადობის მოწმობით დაადასტურონ, 1 ოქტომბრამდე კი ქალაქში გახსნილი 10 პუნქტიდან ერთ-ერთში აიღონ უფასო სამგზავრო კუპონი.

ზაგრების მერმა ტომისლავ ტომაშევიჩის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ასაკოვანი ხალხს მობილურობა გაუადვილოს და საცხოვრებელი ხარჯები შეუმციროს.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შევთავაზოთ. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ევროპის რამდენიმე ქალაქის - ლისაბონის, მადრიდის, ლუბლიანის, პრაღის და ბუდაპეშტის გვერდით დავდექით, - განაცხადა ტომისლავ ტომაშევიჩმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2013 წლიდან უფასოა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში და 2020 წლიდან ლუქსემბურგის მთელ ტერიტორიაზე. საფრანგეთის 45 მუნიციპალიტეტში, გარდა მონპელიეს 31 მუნიციპალიტეტისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე უფასოდ მგზავრობენ.