ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე, 64 ქვეყნის მიერ ინიციირებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა და შემდეგ კენჭისყრა დასრულდა.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, რაც 2008 წლიდან დღემდე პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია.
რეზოლუციის წინააღმდეგი იყო 9 ქვეყანა, თავი შეიკავა 49 ქვეყანამ.
შარშან რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობამ 103 შეადგინა, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეიკავა 52-მა.
შარშანდელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა მოწინააღმდეგეთა რიგებს ეკვატორული გვინეა დაემატა. აღსანიშნავია, რომ სირიის არაბთა გაერთიანებულმა რესპუბლიკამ, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმა, ამჯერად თავი შეიკავა.
დებატების დროს სიტყვით გამოვიდნენ და რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ლიეტუვის (ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთი-ფინეთი-შვედეთი-ნორვეგია-ისლანდიის სახელით), ევროკავშირის (ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აგრეთვე ლიხტენშტაინის სახელით), კანადის (კანადა-ავსტრალია-ახალი ზელანდიის სახელით), იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლებმა.
დებატების დროს რეზოლუციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს ვენესუელამ, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, და რუსეთმა. რუსეთის წარმომადგენელი შექმნილი მდგომარეობის მიზეზად შეეცადა „სააკაშვილის რეჟიმის“ მიერ „2008 წლის 8 აგვისტომდე მიღწეული ყველა შეთანხმების დარღვევა“ წარმოეჩინა და ამ თეზისის განმტკიცების მიზნით ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების მისთვის სასურველ ჭრილში ინტერპრეტირებით დაკავდა, თუმცა მის ათწუთიან დემაგოგიურ სიტყვას, როგორც ეს კენჭისყრის შედეგებიდან ჩანს, შედეგი არ მოჰყოლია.
კენჭისყრის შედეგები დეტალურად:
მომხრე (107): ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბადოსი, არგენტინა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, ბაჰამები, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გრენადა, გვატემალა, დანია, დომინიკა, დომინიკანის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, ზამბია, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კვიპროსი, კირიბატი, კოლუმბია, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კორეა, კოსტა-რიკა, კოტ-დ'ივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალავი, მალდივები, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიანმარი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პაპუა-ახალი გვინეა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან-მარინო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საქართველო, სეიშელის კუნძულები, სიერა-ლეონე, სინგაპური, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუისი, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, სომხეთი, სურინამი, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, ურუგვაი, ფიჯი, ფინეთი, ჩილე, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ფილიპინები, უნგრეთი, შვედეთი, ჯიბუტი, ხორვატია, ჰაიტი, ჰონდურასი.
თავი შეიკავეს (49): ალჟირმა, ანგოლამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ბანგლადეშმა, ბენინმა, ბრაზილიამ, ბრუნეი-დარესალამმა, ბჰუტანმა, ეგვიპტემ, ეთიოპიამ, იემენმა, ინდოეთმა, ინდონეზიამ, ირანმა, ისრაელმა, იორდანიამ, კამბოჯამ, კენიამ, კუვეიტმა, ლესოტომ, ლიბანმა, ლიბია, მალაიზიამ, მაროკომ, მოზამბიკმა, მონღოლეთმა, ნამიბიამ, ნეპალმა, ომანმა, სალვადორმა, სან-ტომე და პრინსიპმა, საუდის არაბეთმა, სირიის არაბთა რესპუბლიკამ, სენეგალმა, სერბეთმა, ტაილანდმა, ტანზანიამ, ტოგომ, ტუნისმა, უზბეკეთმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ყაზახეთმა, ყატარმა, ყირგიზეთმა, შვეიცარიამ, შრი-ლანკამ, ჩადმა, ჩინეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა (9): ბელარუსმა, ეკვატორულმა გვინეამ, ზიმბაბვემ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ჩრდილოეთ კორეამ.
არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა/არ იმყოფებოდა დარბაზში (28): ავღანეთი, ბოლივია, ბოტსვანა, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, გაბონი, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ერაყი, ერიტრეა, ესვატინი, ვენესუელა, ვიეტნამი, თურქმენეთი, კამერუნი, კომორები, ლაოსი, მადაგასკარი, მავრიტანია, ნაურუ, ნიგერი, ნიგერია, პაკისტანი, რუანდა, სამხრეთ სუდანი, სომალი, ტაჯიკეთი, უგანდა.
2008-2024 წლების კენჭისყრის შედეგების შედარება გვიჩვენებს, რომ რეზოლუციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ყველაზე ნაკლები მოწინააღმდეგე 2025 წლის 3 ივნისს ჰყავდა.
2025 მომხრე - 107, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 49;
2024 მომხრე - 103, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 52;
2023 მომხრე - 100, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 59;
2022 მომხრე - 95, წინააღმდეგი - 12, თავი შეიკავა - 56;
2021 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 70;
2020 მომხრე - 84, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 78;
2019 მომხრე - 79, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 57;
2018 მომხრე - 81, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 62;
2017 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 61;
2016 მომხრე - 76, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 64;
2015 მომხრე - 75, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 78;
2014 მომხრე - 69, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 79;
2013 მომხრე - 62, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 84;
2012 მომხრე - 60, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 82;
2011 მომხრე - 57, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 74;
2010 მომხრე - 50, წინააღმდეგი - 17, თავი შეიკავა - 86;
2009 მომხრე - 48, წინააღმდეგი - 19, თავი შეიკავა - 78;
2008 მომხრე - 14, წინააღმდეგი - 11, თავი შეიკავა - 105
ტრადიციულად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას რუსეთი და მისი უახლოესი მოკავშირე ქვეყნები აძლევენ, რაც კარგად ჩანს „აიპრესის“ მიერ შედგენილ ქვემომოყვანილ სურათზე
მასალა შეივსო და ამ სახით გამოქვეყნდა 03:53 საათზე