აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.
შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს მუნიციპალიტეტების მოსახლეობაზე.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.