საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთორმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

„სენტ-ეტიენმა" სახლში სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი „მონპელიე" მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.  

ზურიკო დავითაშვილი მინდორზე 88-ე წუთამდე იყო. მისი თამაში Flashscore-მ 6,5-ით შეაფასა.

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ „რეიმსთან" გასვლაზე მატჩი „ლიონმა" ფრედ, 1:1 დაასრულა. გიორგი მიქაუტაძე შეცვლაზე 79-ე წუთზე შევიდა. მისი თამაში Flashscore-მ 6,7-ით შეაფასა.