საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო" დააკავა.

"აიპრესს" ყიფიანის და ბილანიშვილის დაკავების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 

ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლით დააკავეს, რაც   ჯგუფური ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში ვატო ყიფიანი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა და დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 - ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მომზადებას გულისხმობს. 

 ვატო ყიფიანი ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დააკავეს  თუმცა, იგი ბრალს არ აღიარებდა.

ფოტო არქივიდან