მილანის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

ფინალურ ეტაპზე გადასული ხუთი ქვეყნის მოციგურავეები დღეს ერთმანეთს ყინულზე რიტმული ცეკვების თავისუფალი პროგრამით ეჯიბრებოდნენ.

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალი პროგრამით რიტმულ ცეკვაში 117,82 ქულით  მეოთხე ადგილი დაიკავეს და გუნდს 7 ქულა შესძინეს.

წყვილთა, ქალთა და კაცთა თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ საქართველოს 32 ქულა აქვს და მესამე ადგილზე გასვლის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.