ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თბილისში, ორგანიზაცია RAF-ის მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად, 11:0 დაამარცხა.

2016 წლის რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა თავის მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა, უკანასკნელი ქულა კი მესამე პერიოდის მიწურულს აიღო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის RAF-ში ეს მესამე შეხვედრა იყო – მან აქამდე ერთხელ მოიგო და ერთხელ დამარცხდა.

თბილისში ამერიკული ორგანიზაციის ღონისძიების ეგიდით დღეს გენო პეტრიაშვილმა და გივი მაჭარაშვილმაც მოიგეს. ხალიჩაზე ვიხილავთ ვლადიმერ გამყრელიძეს და მერაბ დვალიშვილს.