ლოს-ანჯელესში, „სოუ ფაიზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა

ესპანეთის და ბელგიის შეხვედრის პირველი ნახევარი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მიერ გატანილ ერთადერთ გოლს ბელგიელებმა ტაიმის ბოლოს განხორციელებული შეტევა საპასუხო გოლით დააგვირგვინეს.  

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა კარს  უნაი სიმონი ამ გოლამდე 649 წუთი ინახავდა მშრალად.

მეორე ნახევარში ბელგიელებმა ჯერ გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, შემდეგ კი იძულებულები შეიქმნენ მეკარე ტიბო კურტუა გაეყვანათ მინდვრიდან.

ესპანეთმა შეხვედრის მიწურულს დაწინაურება და მინიმალური სხვაობის შენარჩუნება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

ესპანეთი - ბელგია 2:1(1:1)
გოლები: 30' ფაბიან რუისი 1:0, 43' შარლ დე კეტელაპე 1:1, 88' მიკელ მერინო 2:1



ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება.