"პირველ რიგში, ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც, ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა, დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ." -განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
შეიძლება ითქვას, დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე. ერთი სიტყვით, თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებთან ერთად გავარჩევთ, რაც დღეს მოხდა. ვიმეორებ, კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც მოთამაშეებს, ასევე მე.
ჩვენ პატიოსნად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის პლეი ოფისთვის.
ცუდი და კარგი თამაში ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, დღეს ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ბოდიში, რომ დღეს ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია. - განაცხადა ვილის სანიოლმა.