კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 78კგ წონითი კატეგორიის ქალები და 100კგ წონითი კატეგორიის კაცები ასპარეზობენ.
100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მე-7 ნომრად განთესილმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა რუმინელ ესლი გონსალესთან გამართა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე ოქროს დროში შებოჭა და პულის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე დიდ ბრიტანეთის წარმომადგენელ ჰარი ლოველ-ჰიუიტს და ყაზახ ნურლიხან შარხანს შორის გამარჯვებული იქნება.
ამავე წონით კატეგორიაში თავის პულის ნახევარფინალში გასული ილია სულამანიძის შეხვედრა ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან რამდენიმე წუთში დაიწყება