თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დასრულდა ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა საქართველოს და ალბანეთის ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველოს ნაკრებმა უაღრესად სუსტად ჩატარებულ შეხვედრაში მარცხი განიცადა ალბანეთთან და მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა დაკარგა.

ერთადერთი გოლი ალბანელებმა შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ გაიტანეს.

საქართველო - ალბანეთი 0:1(0:0)
გოლი: 48' კრისტიან ასლანი 

 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი (81' გიორგი წიტაიშვილი) - ზურიკო დავითაშვილი (90+5' ლევან შენგელია), ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე - გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია

აღსანიშნავია, რომ გუნდების ურთიერთშეხვედრების 30-წლიანი ისტორიაში ალბანეთმა პირველად მოიგო შეხვედრა თბილისში. დღემდე მას საქართველოსთან სულ სამი მოგება, აქედან ბოლოს 2005 წელს, ჰქონდა.