ქუთაისში, ერთ-ერთი ყოფილი რესტორნის შენობაში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,აიპრესს" განუცხადეს, შენობა, სადაც ცეცხლი გაჩნდა უფუნქციო იყო, ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.