ჭიდაობაში აშშ-ის სტუდენტური სპორტის ასოციაციის ფინალურ შეხვედრაში უაიტ ჰენდრიქსონის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან, გეიბლ სტივსონთან მოპოვებული შოკის მომგვრელი გამარჯვება კვლავ რჩება შეერთებული შტატების მედიის ყურადღების ქვეშ

გამარჯვების მოპოვების მეორე დღეს უაიტ ჰენდრიქსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:

„ეს ამწუთას მოხდა. არაფერია შეუძლებელი, როდესაც ღმერთი შენს გვერდით არის!“

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების უმცროსმა ლეიტენანტმა, ოკლაჰომას უნივერსიტეტის სტუდენტმა უაიტ ჰენდრიქსონმა მატჩის წინა დღეების და გამარჯვებისადმი მისი რწმენის შესახებ ჟურნალისტებთან  ისაუბრა.

ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ემოციების ჩაქრობას, მაგრამ პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უფალს და მხსნელს იესო ქრისტეს კურთხევისთვის. იმ ბოლო მომენტში, მე ამ ფეხზე ვიყავი დაყრდნობილი და უკნიდან მცირე ბიძგმა საშუალება მომცა თეიქდაუნი შემესრულებინა. არა მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყო, - თქვა ჰენდრიქსონმა და კვირის დასაწყისში გუნდის ექიმთან ერთად ეკლესიაში ყოფნის დროს მოსმენილი ქადაგება გაიხსენა.

მე ვუსმინე ქადაგებას დავითზე და გოლიათზე და ამ ქადაგებამ სწორ გზაზე დამაყენა. ხალიჩაზე გასვლისას მე მამაცი ვიყავი, ვიბრძოდი ჩემპიონობისთვის, არცერთი ქულის დათმობა არ მინდოდა და ამ განწყობამ შედეგი გამოიღო.

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროსმა ლეიტენანტმა, შეერთებული შტატების არმიის მსოფლიო კლასის სპორტსმენთა მომზადების პროგრამით სამხედრო-საჰაერო აკადემიიდან თავის კერპთან, ლეგენდარულ ამერიკელ მოჭიდავესთან (ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი) და ამჟამად მწვრთნელთან, დევიდ ტეილორთან ოკლაჰომას უნივერსიტეტში გადასულმა უაიტ ჰენდრიქსონმა აღნიშნა, რომ არმიაში დაბრუნებამდე ის კიდევ სამი წელი აპირებს ჭიდაობას.





მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრებს, რომელი ფილადელფიაში გაიმართა, დარბაზში მყოფ 18 ათას მაყურებელთან ერთად ადევნებდა თვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.  უაიტ ჰენდრიქსონი, გეიბლ სტივსონზე გამარჯვების შემდეგ, როდესაც მას მხრებზე შეერთებული შტატების დროშა შემოახვიეს, დონალდ ტრამპისკენ შეტრიალდა და მას მხედრულად მიესალმა. ტრამპმა მისდამი საპასუხოდ მუშტი შემართა. ამის შემდეგ ტრამპმა მასთან მიახლოებულ ჰენდრიქსონს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.

პრეზიდენტის სტუდენტური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებზე დასწრებამ დადებით გამოხმაურება პოვა შეერთებული შტატების სპორტის მოყვარულთა, პირველ რიგში კი, თავისუფალის სტილის ჭიდაობის მოყვარულთა შორის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა ბერძნულ-რომაულზე, იგივე ფრანგულ ჭიდაობაზე გვიან დამკვიდრდა და მას თავდაპირველად ბრიტანულ, ზოგჯერ კი ამერიკული სტილით ჭიდაობას უწოდებდნენ - „აიპრესი“).

„პრეზიდენტის შეჯიბრებაზე დასწრება დიდი პატივია. სპორტის ეს სახეობა იმ მდგომარეობაშია, რომ ზრდა სჭირდება. მას სასიცოცხლო ენერგია სჭირდება და ტრამპს ეს მოაქვს“, - განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს პენის შტატის წარმომადგენელმა ჯოშ ბარმა. 

რესპუბლიკელი სენატორი ოკლაჰომიდან მარკუეინ მალინი განმარტავს, რატომ ფიქრობს, რომ „ყველას უყვარს“ პრეზიდენტი ტრამპი: ისინი პატივს სცემენ „მებრძოლს“.

ცნობისთვის, უაიტ ჰენდრიქსონი 23 წლამდე ასაკის თაცისუფალი სტილით მოჭიდავეთა 2023 წლის  მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია, გეიბლ სტივსონი კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.