ნუ უყურებთ “კომისიას”!  ნუ აზიარებთ საძაგლობებს! ნუ ვიშვიშებთ უხეირო წიაღსვლებით.  ნუ ხართ მსხვერპლის როლში! ამ ცირკის უმთავრესი მიზანია  რომ უუნაროებად, საცოდავებად და დამარცხებულად იგრძნოთ თავი! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"აბა, სააკაშვილის დასატყვევებლად, მაგათ ქარელის ჩვენებაც თავზე გადაუვათ.  ვერ ამარცხებთ, ნუ აძლიერებთ მაინც. 

31 მარტს ზღვა ხალხი რომ შეიკრიბება, შემკრებ-კოორდინატორს დაუსვით ეგ შეკითხვა - ვინ დაიწყო ომი?! ვის ებრძვის ახლა და რატომ?! 
ის გაგცემთ ჭეშმარიტ პასუხს მაგაზეც და ყველაფერ დანარჩენზეც. 


MEGOBARI act. - ის მიღება ლამის ბოლოში გადის, იქაა ამ საცოდავი მონებისთვის პასუხი. ხოდა, პეტიციები წერეთ პარტიებმა. საზოგადო მოღვაწეებმა, საერთაშორისო პოლიტიკის გურუებმა და აქტივისტებმა პირადი წერილები, რომ ორ თვეში ამერიკული დაზვერვა ანგარიშს რომ წარადგენს დახურულ სხდომაზე, იმაში შეეშველოთ. 
რით არ მოგბეზრდათ ნაცემის, დამცირებულის და დამარცხებულის როლი?!
გათავდა ნაცარი!!!


P.s.მთავარი დამავიწყდა - რომ გაიძახით ისტორია გადაწერესო, მაგათ ვინ კითხავს ისტორიას?!
ერთადერთი რა ხეირიც აქვთ, არის ის, რომ, ეგებ ივანაშვილს ფსბ-ს ტყვია ააცილონ. და პრიკუპში, თქვენ დაგთრგუნონ." - წერს მაია ნადირაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: "31 მარტს შევხვდებით ყველა ერთად! შევხვდებით ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს და აღვნიშნავთ თარიღს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, უარი ვუთარით საბჭოთა დროს და ვუთხარით - კი - დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ჩვენს ევროპულ მომავალს!"

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სადაც, მამუკა ყურაშვილს, გიორგი ხაინდრავას, გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს უსმენენ.