თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელსაც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით არის წარმოდგენილი. ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა - ცხენბურთი და ყაბახი.

ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ცხენოსნები ტრადიციულ ხალხურ თამაშობებს 24 მაისის ჩათვლით წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.