დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ერთმანეთს "ცხინვალი" და "ბოტოშანი" უპირისპირდებიან.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:

"ცხინვალი": გიორგი ნადირაძემ, ვასიკო ბაჩიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, მერაბ გიგაური, ბიძინა მახარობლიძე, ნიკა კაჭარავა, გიორგი ივანიშვილი, ლევან კაკუბავა, რატი ცაცკრიალაშვილი, ბაქარ ქარდავა, ვარლამ კილასონია.

"ბოტოშანი": პლამენ ილიევი, ანდრეი კორდოში, ფლორინ პლამადა, პეტრე ივანოვიჩი, გაბრიელ ვასვარი, კუენტინ მარტინუსი, სტელიან ცუკუ, ანდრეი პატაჩე, დან რომან, რაშიდ ბრაუნი, რაულ კოსტინი.

სამწუხაროდ "ცხინვალის" ფეხბურთელებმა მე-6 წუთზე გოლი გაუშვეს, გატანილი ბურთის ავტორი კი დან რომანი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრა "ცხინვალმა" და "ბოტოშანმა" ფრედ 1-1 დაასრულეს.