არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, თელაველმა პარამსროლელმა, ლადო ჭინჭარაულმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ალ-აინი 2023 მიმდინარე ტურნირზე, პნევმატიკური შაშხანიდან სროლაში, მესამე საპრიზო ადგილი, ქართველმა სპორტსმენმა, R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის დაიმსახურა.
მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ჭინჭარაული ასპარეზობას აგრძელებს და 16 დეკემბერს, ცეცხლსასროლით 50 მეტრ დისტანციაზე, უკვე R9 კლასში იასპარეზებს