მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე იუნიორთა (U 20) მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 87 კგ წონით კატეგორიის გოგონათა შორის.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა მარიამ მურღვლიანმა.
16 წლის ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 102 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 123 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 225 და მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
1. მარიამ მურღვლიანი (საქართველო) - 102+123 = 225
2. ფატმა მოჰამედ სადეკ აჰმედი (ეგვიპტე) - 97 +122 = 219
3. ამანდა დენიზ რობლესი (აშშ) - 101+114 = 215
სულ 9 ქართველმა იუნიორმა მექსიკაში 4 ოქროს (87კგ მარიამ მურღვლიანი - ატაცი, აკვრა, ორჭიდი და 109 კგ გიორგი კირვალიძე - ატაცი) და 6 ბრინჯაოს მედალი (81 კგ საბა ასანიძე - აკვრა, ორჭიდი, 89 კგ ზურაბ მსხალაძე ორჭიდი, 102 კგ გურამ ვეკუა - აკვრა, ორჭიდი, 109 კგ გიორგი კირვალიძე - ორჭიდი) მოიპოვა.