ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სპორტული ტანვარჯიშის ოსტატები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ასპარეზობა ქალთა და კაცთა გუნდურ პირველობაში დასრულებული. კაცთა შორის ოქროს მედლის მფლობელი იაპნიის გუნდი გახდა, ქალებში კი პირველობა არავის დაუთმო აშშ-ის გუნდმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ქალთა გუნდის ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების 4-გზის ოქროს მედალოსანი, 26 წლის სიმონა ბაილზი მეოცედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი.

ფინალში გასულ გუნდებს შორიის ადგილები ასეგანაწილდა:

კაცები
1. იაპონია - 255.594
2. ჩინეთი - 253.794 
3. აშშ - 252.428 
4. დიდი ბრიტანეთი - 249.461
5. შვეიცარია - 244.426 
6. გერმანია - 244.026
7. კანადა - 243.028
8. იტალია - 241.160

ქალები
1. აშშ - 167.729
2. ბრაზილია - 165.530
3. საფრანგეთი - 164.064
4. ჩინეთი - 163.162
5. იტალია - 162.997
6. დიდი ბრიტანეთი - 161.864
7. ნიდერლანდები - 159.563
8. იაპონია - 157.496

სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 73 ქვეყნის 430 სპორტსმენი (218 კაცი და 212 ქალი) მონაწილეობს. ჩემპიონატის მონაწილეთა შორის აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი, ყაზახი და უზბეკი ტანმოვარჯიშეებიც არიან.