აბუ-დაბიში ძიუდოისტებმა გრანდ სლემზე ასპარეზობა დაასრულეს
შეჯიბრების ბოლო დღეს ტატამზე 90-100 და +100კგ წონით კატეგორიების ძიუდოისტები გამოვიდნენ
90 კგ წონაში გიორგი ჯაბნიაურმა (ურეიტინგო) პარაგვაელი ანხელ ანტონიო ჯინის (N375) დამარცხების შემდეგ ამერიკელ ჯონ ჯეინს (N29) სძლია, პულის ფინალში კი კორეელ სონჰო ლისთან (N100) დამარცხდა. რეპეშაჟის პირველი შეხვედრა გიორგი ჯაბნიაურმა აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს (N55) მოუგო, მეორე კი ესტონელ კლენ კრისტოფ კალიულაიდს (N40) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე წონაში აკაკი ჯაფარიძემ (N367) გერმანელ ტიმ შიმდტს და ბრაზილიელ ჯოვანი ფერეირას მოუგო და პულის ნახევარფინალში უნგრელ კრისტიან ტოტთან შიდოებით დამარცხდა.
100კგ წონაში წონაში ონისე სანებლიძე (N29) გერმანელ გიორგი უძილაურთან (N29) დამარცხდა, მიხეილ ჯაფარიძე (N115) კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დანიელ მუკეტესთან (ბელარუსი, N66)
+100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა საბა ინანეიშვილმა (N33) მეთექვსმეტედფინალში სენეგალელ მგაბნიკ ნდიაიესთან (N25) გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (N20) შებოჭა. მეოთხედფინალში საბა ინანეიშვილი რუს ინალ ტასოევთან (N6) ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი გაუშვა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლის, მაგომედომარ მაგომედომაროვის დამარცხების შემდეგ ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა (ძსფ, რუსეთი, N21)
აბუ-დაბის გრანდ სლემის მედალოსნები წონითი კატეგორიების მიხედვით:
60კგ
1. სედრიკ რევოლი (საფრანგეთი, N11)
2. მათეუს ტაკაკი (ბრაზილია, N16)
3. ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი, N2)
3. აიუბ ბლიევი (ძსფ, რუსეთი, N77)
66კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო, N7)
2. მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი, N16)
3. ნარმანდახ ბაიანმუნხი (არაბთა გაერთიანებული საამიროები, N26)
3. ერხემბაიარ ბათოგტოხი (მონღოლეთი, N5)
73კგ
1. შახრამ ახადოვი (უზბეკეთი, N13)
2. აკილ გიაკოვა (კოსოვო, N30)
3. რაშიდ მამადალიევი (აზერბაიჯანი, N50)
3. მახმადბეკ მახმადბეკოვი (ძსფ, რუსეთი, N12)
81კგ
1. დავიდ კარაპეტიანი (ძსფ, რუსეთი,, N203)
2. ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები, N18)
3. ნუგზარ ტატალაშვილი (არაბთა გაერთიანებული საამიროები, N22)
3. ვაჰიდ ბორჩაშვილი (ავსტრია, N20)
90კგ
1. ნემანია მაიდოვი (სერბეთი, N15)
2. ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი, N22)
3. გიორგი ჯაბნიაშვილი (საქართველო, ურეიტინგო)
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი, N7)
100კგ
1. არმან ადამიანი (ძსფ, რუსეთი, N12)
2. ალექსანდერ კუკოლჯი (სერბეთი, N17)
3. აარონ ფარა (ავსტრია, N16)
3. შადი ელნაჰასი (კანადა, N6)
+100კგ
1. ინალ ტასოევი (ძსფ, რუსეთი, N6)
2. ერიკ აბრამოვი (გერმანია, N37)
3. ტამერლან ბაშაევი (ძსფ, რუსეთი, N21)
3. ჯელე სნიპე (ნიდერლანდები, N19)